Сообщения

ტრენინგის მეცხრე დღე:                 ვიცოდი,წინ მელოდა ინტელის ტრენინგი. ზოგადად მაინტერესებდა მესწავლა პროექტის კეთება. ეს იმაზე შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.                  ტრენერმა დიანა მიქაძემ ენერგია არ დაიშურა შედარებით მსუბუქად გამერთმია ამ რთული საქმისათვის თავი.                 ვისწავლე ელექრტონულ წიგნში ნავიგაცია, გავიგე: პროექტზე სამუშაოდ მჭირდება სტანდარტის და 21-ე საუკუნის უნარების გამოყენება. გავეცანი საავტორო უფლებებს, ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში მასალის ატვირთვა, გავაკეთე ბროშურები, საბოლოოდ შევქმენი პროექტი.             ამ დღეს განვიხილეთ მე-8 მოდული.ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.უკეთესად გავიგე რა არის საჭირო იმისათვის, რომ პროექტი სრულყოფილი იყოს. მომავალში, როცა პროექტის კეთებას გადავწყვეტ, გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას და რჩევებს.
ტრენინგის მერვე დღე:             ამ დღეს გავეცანი მოსწავლეთა სპეციალურ საჭიროებებს, გავიგე როგორ გამოვიყენო მოსწავლეთა შესაძლებლობები ჯგუფებში მათ აქტიურად ჩასაბმელად.             ვისწავლე მასალის drive-ზე ატვირთვა და  ბლოგზე განთავსება.
ტრენინგის მეშვიდე დღე: ამ დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის სტრატეგიები, რომელიც მოსწავლეებმა მოდულის სხვადასხვა ეტაპზე უნდა გამოიყენონ. განვიხილეათ შეფასების სტრატეგიები, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის საიტერესოდ წარმართვაში, ასევე პორფოლიოს შეფასების რუბრიკას. ტრენინგის მეექვსე დღე: ამ დღეს განვიხილეთ მესამე მოდული. გავეცანი მოსწავლეთა აქტივობის მონიტორინგის ხერხებს, გავეცანი საავტორო უფლებებს, ვისწავლე როგორ შევავსო გამოყენებული ლიტერატურის ფურცელი, ინტერნეტურთიერთობის ფორმები, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის წესები. ვისწავლე ასევე მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმებისას კომენტარების ჩაწერის ზოლის გამოყენება.       განვიხილეთ მოდული 4.           
ტრენინგის მეხუთე დღე:                       განვიხილეთ შეფასების ფორმები, ვისაუბრეთ 5 სტრატეგიაზე ცალ-ცალკე. გავიგე, რომ არსებობს წინარე ცოდნისა და საჭიროებების სტრატეგიები,ასევე სტრატეგიები, რომლებიც დამეხმარება მოსწავლეთა თანამშრომლობის, ხარისხიანად მუშაობის, მიღებული ცოდნის თვითკონტროლის შემოწმებაში.
ტრენინგის მეოთხე დღე: ამ დღეს ვისწავლე მოდული 2-ზე მუშაობა, კითხვების დასმა საჭირო მიმართულების ასარჩევად, მნიშვნელოვანი სიტყვების მოძებნა ჩვენი პროექტისათვის. ბლოგისთვის სურათების არჩევა და ჩასმა, დიზაინის შერჩვა. მოტივირებული მივდივარ, მგონია პროექტზე მუშაობა არ გამიჭირდება.            
ტრენინგის მესამე დღე