ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მეცხრე დღე: ვიცოდი,წინ მელოდა ინტელის ტრენინგი. ზოგადად მაინტერესებდა მესწავლა პროექტის კეთება. ეს იმაზე შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ტრენერმა დიანა მიქაძემ ენერგია არ დაიშურა შედარებით მსუბუქად გამერთმია ამ რთული საქმისათვის თავი. ვისწავლე ელექრტონულ წიგნში ნავიგაცია, გავიგე: პროექტზე სამუშაოდ მჭირდება სტანდარტის და 21-ე საუკუნის უნარების გამოყენება. გავეცანი საავტორო უფლებებს, ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში მასალის ატვირთვა, გავაკეთე ბროშურები, საბოლოოდ შევქმენი პროექტი. ამ დღეს განვიხილეთ მე-8 მოდული.ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.უკეთესად გავიგე რა არის საჭირო იმისათვის, რომ პროექტი სრულყოფილი იყოს. მომავალში, როცა პროექტის კეთებას გადავწყვეტ, გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას და რჩევებს.
Комментарии
Отправить комментарий