მარინე მცხვეთაძის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული
Сообщения
Сообщения за май, 2017
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მეცხრე დღე: ვიცოდი,წინ მელოდა ინტელის ტრენინგი. ზოგადად მაინტერესებდა მესწავლა პროექტის კეთება. ეს იმაზე შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ტრენერმა დიანა მიქაძემ ენერგია არ დაიშურა შედარებით მსუბუქად გამერთმია ამ რთული საქმისათვის თავი. ვისწავლე ელექრტონულ წიგნში ნავიგაცია, გავიგე: პროექტზე სამუშაოდ მჭირდება სტანდარტის და 21-ე საუკუნის უნარების გამოყენება. გავეცანი საავტორო უფლებებს, ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში მასალის ატვირთვა, გავაკეთე ბროშურები, საბოლოოდ შევქმენი პროექტი. ამ დღეს განვიხილეთ მე-8 მოდული.ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.უკეთესად გავიგე რა არის საჭირო იმისათვის, რომ პროექტი სრულყოფილი იყოს. მომავალში, როცა პროექტის კეთებას გადავწყვეტ, გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას და რჩევებს.
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მეშვიდე დღე: ამ დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის სტრატეგიები, რომელიც მოსწავლეებმა მოდულის სხვადასხვა ეტაპზე უნდა გამოიყენონ. განვიხილეათ შეფასების სტრატეგიები, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის საიტერესოდ წარმართვაში, ასევე პორფოლიოს შეფასების რუბრიკას. ტრენინგის მეექვსე დღე: ამ დღეს განვიხილეთ მესამე მოდული. გავეცანი მოსწავლეთა აქტივობის მონიტორინგის ხერხებს, გავეცანი საავტორო უფლებებს, ვისწავლე როგორ შევავსო გამოყენებული ლიტერატურის ფურცელი, ინტერნეტურთიერთობის ფორმები, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის წესები. ვისწავლე ასევე მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმებისას კომენტარების ჩაწერის ზოლის გამოყენება. განვიხილეთ მოდული 4.