მარინე მცხვეთაძის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული
Сообщения
Сообщения за 2017
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მეცხრე დღე: ვიცოდი,წინ მელოდა ინტელის ტრენინგი. ზოგადად მაინტერესებდა მესწავლა პროექტის კეთება. ეს იმაზე შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ტრენერმა დიანა მიქაძემ ენერგია არ დაიშურა შედარებით მსუბუქად გამერთმია ამ რთული საქმისათვის თავი. ვისწავლე ელექრტონულ წიგნში ნავიგაცია, გავიგე: პროექტზე სამუშაოდ მჭირდება სტანდარტის და 21-ე საუკუნის უნარების გამოყენება. გავეცანი საავტორო უფლებებს, ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში მასალის ატვირთვა, გავაკეთე ბროშურები, საბოლოოდ შევქმენი პროექტი. ამ დღეს განვიხილეთ მე-8 მოდული.ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.უკეთესად გავიგე რა არის საჭირო იმისათვის, რომ პროექტი სრულყოფილი იყოს. მომავალში, როცა პროექტის კეთებას გადავწყვეტ, გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას და რჩევებს.
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მეშვიდე დღე: ამ დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის სტრატეგიები, რომელიც მოსწავლეებმა მოდულის სხვადასხვა ეტაპზე უნდა გამოიყენონ. განვიხილეათ შეფასების სტრატეგიები, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის საიტერესოდ წარმართვაში, ასევე პორფოლიოს შეფასების რუბრიკას. ტრენინგის მეექვსე დღე: ამ დღეს განვიხილეთ მესამე მოდული. გავეცანი მოსწავლეთა აქტივობის მონიტორინგის ხერხებს, გავეცანი საავტორო უფლებებს, ვისწავლე როგორ შევავსო გამოყენებული ლიტერატურის ფურცელი, ინტერნეტურთიერთობის ფორმები, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის წესები. ვისწავლე ასევე მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმებისას კომენტარების ჩაწერის ზოლის გამოყენება. განვიხილეთ მოდული 4.
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის პირველი- მეორე დღე, 29-30 აპრილი: როცა ტრენინგზე ქალბ. დიანასთან მოვდივარ, მაქვს ბევრი საინტერესო სიახლის მიღების მოლოდინი. არც ეს ტრენინდია ამ მხრივ გამონაკლისი. მქონდა პროექტის კეთების დიდი ინტერესი. ვიცოდი, არ იყო ადვილი, მაგრამ ეს უფრო რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, გავეცანი პროექტის კეთების სტრუქრურას, პროექტით სწავლების უპირატესობას. ვნახე ფილმი, სადაც ჩანს როგორი ინტერესით და ხალისით მუშაობენ მოსწავლეები. მივხვდი საქაღალდის შექმნის უპირატესობას და აუცილებლობას, განსაკუთრებით მომეწონა ელექტრონულ წიგნზე მუშაობა. ვისწავლე ჩემთვის საჭირო მასალის მონიშვნა და საქაღალდეში მოთავსება. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, მივხვდი ეს უნარები როგორ ეხმარება მოსწავლეს აზროვნების მაღალი დონის ჩამოყალიბებაში. ვისწავლე ბლოგის შექმნა და მისი გამოყენების ხერხები.